Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე კვლავ უარი ეთქვა
Civil.ge
23 November 2017, 12:05

თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ნოემბერს ძალაში დატოვა ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც დემირელის სახელობის კოლეჯის და მისი პარტნიორი სკოლების მმართველს, თურქეთის მოქალაქეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი 7 ივლისს უთხრა. ჩაბუქის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში აგვისტოს დასაწყისში გაასაჩივრეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, ჩაბუქის ერთ-ერთმა ადვოკატმა, იოსებ ბარათაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „ძალზე სამწუხარო“ უწოდა. „ეს საკითხი, როგორც ჩვენთვის ცნობილია, განიხილებოდა საქართველოსა და თურქეთის უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე. როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფო არ არის მზად იმისათვის, რომ ამგვარ საკითხებზე მიიღოს ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბარათაშვილმა. 

ჩაბუქის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, რომელიც ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული დავების განხილვის ბოლო ინსტანციაა. 

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მიერ იძებნება, თბილისში, ექვსი თვის წინ, დააკავეს. მას ბრალად ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი ედება, რასაც ბრალდებული უარყოფს.

ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, მასზე გავრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარანტიები, რომელთა მიხედვითაც „საერთაშორისო დაცვის მქონე პირი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ან გაძევებული იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო საფრთხე შეექმნება“.

ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი საექტრადიციო პატიმრობა შეეფარდა, რომელიც 23 აგვისტოს კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საექტრადიციო პატიმრობა შესაძლებელია კიდევ სამი თვით გაგრძელდეს, თუ ამას ექსტრადიციასთან დაკავშირებული გარემოებები მოითხოვს. 

ჩაბუქთან ერთად, სამართლებრივი პრობლემები მისი ხელმძღვანელობით მოქმედ დემირელის სახელობის კოლეჯსაც შეექმნა. აგვისტოს ბოლოს, აღმოჩენილი დარღვევების გამო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა კოლეჯს ავტორიზაციაზე უარი უთხრა.

ამავე თემაზე

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა ხელახალი ავტორიზაცია ვერ გაიარა 
მუსტაფა ემრე ჩაბუქს პატიმრობა კიდევ სამი თვით გაუგრძელდა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაბუქის საქმეზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
ლტოლვილთა სამინისტრომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა
არასამთავრობოები უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაცვის მიზნით ხელისუფლებას მიმართავენ 
Amnesty International: საქართველოს მიერ დაკავებული თურქი მასწავლებელი ექსტრადიციის ‘გარდაუვალი რისკის’ წინაშე დგას  
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი